ვირჯილ ვან დეიკმა 9-თვიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. ნიდერლანდელმა მცველმა ჰერტა-ლივერპულის ამხანაგურის (4:3) ბოლო 20 წუთი გაატარა მინდორზე…
შეგახსენებთ, ვან დეიკმა შარშან ოქტომბერში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამან როგორ იმოქმედა იურგენ კლოპის გუნდზე, ყველამ დაინახა: გუნდი ლიდერობდა და მერე ლამის ცხრილის შუაში დაეშვა, ბოლოს კი მაინც ძლივს მოახერხა ოთხეულში გასვლა. ვირჯილი მაგრად დააკლდა ნიდერლანდების ნაკრებსაც (ევრო 2020-ზე).
„ემოციების გადმოცემა მიჭირს. უამრავ ნაცნობ და უცნობ ადამიანს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ახლა მუშაობის დროა. წავედით წინ!“ – თქვა ვან დეიკმა.
ლივერპულის მეგოლეებზეც: ჰერტას მანემ, მინამინომ და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაუტანეს.