ვარლამ ლიპარტელიანი 1/2 ფინალში დამარცხდა

ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტი 100კგ წონით კატეგორიაში გამოდის, მისი მეტოქე 1/2 ფინალში იაპონელ ვოლფ აარონთან დამარცხდა. იპონელმა ჩვენიანს ვაზარით მოუგო. ვარლამთან იგი შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე დაწინაურდა.

ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ნიაზ ალიასოვი იქნება.

რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას, ჩვენი თანამემამულეების ანგარიშზე 3 მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი ოქრო არავის დაუთმო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *