ტოკიოს ოლიმპიადაზე გრძელდება ძიუდოს ტურნირი. მე-6 საჭიდაო დღეს ტატამიზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი გამოვიდა.
ქართველი ფალავანი 100 კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად არის განთესილი, სწორედ ამიტომ იგი ოლიმპიურ ტურნირზე 1/8 ფინალიდან ჩაერთო.
„ლიპოს“ პირველი მეტოქე რამადან დარვიში გახლდათ. ვარლამმა ეგვიპტელ მეტოქეს 3 შიდო მიაღებინა და ძირითადი დროის დასრულებამდე 1:18 წუთით ადრე ნააადრევი გამარჯვება იზეიმა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე ლიპარტელიანმა ასევე იოლად დაამარცხა შადი ელ ნაჰასი. ქართველმა ძიუდოისტმა კანადელი ორჯერ დააგდო ვაზარიზე და „ავასატე იპონით“ იმარჯვა.
ოლიმპიადის 1/2 ფინალში ვარლამი იაპონელ აარონ ვულფს შეხვდება. ამ ძიუდოისტთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში 1:1-ია.
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონატის ფინალშ ვულფმა იმარჯვა, 2019 წლის პარიზის გრანდ სლემზე კი „ლიპომ“ მეტოქეს რევანში აუღო.
-100 კგ 1/2 ფინალი
ლიპარტელიანი – ვულფი
ფონსეკა – ჩო
-100 კგ რეპეშაჟი
ელნაჰასი – პალჩიკი
ილიასოვი – ფრეი
-78 კგ 1/2 ფინალი
მალონგა – იუნი
ჰამადა – ვაგნერი
– 78 კგ რეპეშაჟი
ანტომარჩი -სტინჰიუზი
ბაბინცევა – აგუიარი