ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

“ძიუდოს პროფესორმა”, დიდმა ქართველმა სპორტსმენმა, ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. მან, ამის შესახებ, სოციალური ქსელიდან გვაცნობა

 

მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე🙏 იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით❤️ მადლობა ყვეას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს🙌
მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება:( მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ❤️
იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება🙏
ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ🙏 იმედია ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას🙏

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *