2023 წლის ATP-ის საზჩოგბურთო სეზონი ნელ-ნელა ხურდება. უახლოეს პერიოდში არაერთი 500-იანთა კატეგორიის ტურნირი გაიმართება პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. წამყვანმა ჩოგბურთელებმა უკვე გააკეთეს განაცხადი, თუ სად აპირებენ თამაშს.
როგორც ჩანს, ტოპ 10-ის წარმომადგენელთა ფავორიტი ტურნირები დუბაისა და აკაპულკოში გაიმართება, სადაც ნამდვილი საჩოგბურთო ვარსკვლავთცვენაა მოსალოდნელი.
ორივე საჩოგბურთო ტურნირი 500-იანთა კატეგორიისაა და ერთ პერიოდში იმართება 27 თებერვალი-4 მარტი.
დუბაის ტურნირზე იასპარეზებს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, აქვე იქნებიან დანილ მედვედევი, კარენ ხაჩანოვი და ანდრეი რუბლიოვი.
ჯერჯერობით გათამაშებას არ მოხსნია რაფაელ ნადალი, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ 4-6 კვირა დასჭირდება გამოჯანმრთელებისთვის.ანალოგიური სიტუაციაა მარინ ჩილიჩთან დაკავშირებითაც.
აკაპულკოს ღია პირველობაზე რეიტინგის ტოპ 20-ის 8 წარმომადგენელი დარეგისტრირდა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მექსიკაში გასამართ ტურნირს.
№2 კარლოს ალკარასი;
№3 სტეფანოს ციციპასი;
№4 კასპერ რუუდი;
№8 ტეილორ ფრიცი;
№9 ჰოლგერ რუნე;
№11კემერონ ნორი;
№15 ფრენსის ტიაფუ;
№19 ტომი პოლი.