ვასილი ლომაჩენკო უკრაინულ ჯარს შეუერთდა!

ვასილი ლომაჩენკომ რუსული ინტერვენციის დაწყების პირველ დღეს, უკრაინელებისთვის არც თუ ისე სასიამოვნო პოსტი გამოაქვეყნა, რამაც უკრაინელი ხალხის სერიოზული კრიტიკა და მუქარა გამოიწვია.

ამ პოსტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გავრცელდა ფოტო, რომ მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი სამშობლოს დასაცავად უკრაინულ ჯარს შეუერთდა.

“ბელგოროდ-დნესტროვსკის ტერიტორული თავდაცვის ბატალიონი ჩამოყალიბდა და შეიარაღდა. ჩვენი მებრძოლები დაიცავენ წესრიგს მშობლიურ ქალაქში და არ დაუშვებენ დივერსანტებს და მარადიორებს. ჩვენთან ერთად ვასილი ლომაჩენკოა! აკერმანელებო, დამშვიდდით, ჩვენს ქალაქში ყველაფერი კარგად იქნება!”წერს ბელგოროდ-დნესტროვსკის მერი ვიტალი გრაჟდანი.

Screenshot-1

Leave a comment

Your email address will not be published.