ვასილ კაკოვინი სიმბოლურ ნაკრებში

ფრანგული სტად ფრანსეს შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი ფრანგულმა ყოველდღიურმა გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

კაკოვინისა და გიორგი მელიქიძის გუნდმა შინ კლერმონი დაამარცხა – 22:14. კაკოვინი 57-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძემ ოთხი წუთით მეტი ითამაშა. ჩვენებურთა პარიზული კლუბისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვებაა. სტად ფრანსე რვა ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *