ნოემბრის ტესტების მესამე კვირის საუკეთესო მორაგბედ საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე აღიარეს. გამოკითხვა ქომაგებს შორის ტესტების ოფიციალურმა ვებ გვერდმა autumnnationsseries.com-მა ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 19 ნოემბერს, კარდიფში, უელსის ნაკრები დაამარცხა – 13:12. ლობჟანიძე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.