ქართველ ფორვარდს მათე ვაწაძეს უზბეკურ ქიზილქუმთან კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს გამოცდილი თავდამსხმელი კარიერას.
ვაწაძე ქიზილქუმში 2021 წლის მარტში ჩაირიცხა და ამ გუნდის რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 5 გოლით გამოიჩინა.
მათე ვაწაძემ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო. შემდეგ იყო რუსული ვოლგა, გორის დილა, დანიური ორჰუსი, თბილისის ლოკომოტივი, კვლავ დანია და ვიბორგი, ასევე სილკებორგი, ისევ დინამო თბილისი, ლატვიური ლიეპაია და ქიზილქუმი.
ვაწაძეს საქართველოს ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 13 მატჩი და 4 გოლია.