ვახშამი ბარსელონაში – ვისთან და რაზე დაიჩივლა მესიმ?

ესპანურმა გამოცემამ El Confidencial-მა საინტერესო ცნობა გაავრცელა. წყაროს ცნობით, ლეო მესი ბარსელონაში ჩავიდა, არგენტინელმა სერხი რობერტოსთან, ჩავისთან და ხორდი ალბასთან ერთად ივახშმა. ვახშმისას მესიმ მეგობრებს გაუმხილა თუ რამდენად რთულია მისთვის სხვა ქვეყანაში და სხვა კლუბში ადაპტაცია.

შეგახსენებთ, რომ მესის ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ამოეწურა და პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა პსჟ-ს მაისურით 18 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 5 ბურთი ჩემპიონთა ლიგაში შეაგდო, ლიგა 1-ში კი მხოლოდ 1.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 53 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მარსელს 10 ქულით უსწრებს. პარიზელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის რეალს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *