ვეინალდუმი პსჟ-ზე: “ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ”

პსჟ-ის ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვენალდუმმა პარიზულ კლუბზე ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა. მოგეხსენებათ, ის საფრანგეთში (ლივერპულიდან) წინა ზაფხულს გადაბარგდა.

“ვერ გეტყვით, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სიტუაცია ისე არ ვითარდება, როგორც ვისურვებდი. წინა წლებში, ძირითადში მუდმივად ვთამაშობდი და ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა.

ახლა განსხვავებული რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწორო. ჩემი კარიერის ახალ საფეხურს მოუთმენლად ველოდი, თუმცა ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მსურდა. ეს ძალიან რთულია.

ასეთია ფეხბურთი და ის ასეთად მივიღე. მებრძოლი ვარ, პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ და ვცდილობ ყველაფერი თავის კალაპოტში დავაბრუნო,” – თქვა ვეინალდუმმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *