ვემბანიამას 37 ქულა “იგნაიტის” წინააღმდეგ

NBA-ს 2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე 2 კვირა დარჩა, თუმცა ამერიკულ პრესაში უკვე განიხილება თუ ვინ გახდება 2023 წლის დრაფტის პირველი ნომერი. კანდიდატი ორია – ფრანგული “მეტროპოლიტანის” მძიმე ფორვარდი ვიქტორ ვემბანიამა და NBA-ს G ლიგის კლუბ “იგნაიტის” ამერიკელი გამთამაშებელი სკუტ ჰენდერსონი.

null

სკუტი თვლის, რომ მომავალ დრაფტზე აუცილებლად პირველ ნომრად უნდა აირჩიონ, ამაზე სხვა შეხედულება აქვს ვიქტორს:”სკუტს ერთადერთი შანსი ქონდა 2023 წლის დრაფტზე პირველ ნომრად არჩევის – უბრალოდ მე არ უნდა დავბადებულიყავი”.

ასეთი დაძაბულობის ფონზე, კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ეხილათ ეს ორი პერსპექტიული კალათბურთელი. ნანატრი მატჩი შედგა – “მეტროპოლიტანი” ამერიკულ ტურნეზე ესტუმრა “იგნაიტს”.

მატჩს NBA-ს არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა – კრის პლი, დევინ ბუკერი, ტრევორ არიზა, დემიონ ლი, დუეინ ვაშინგტონი. მაყურებელთა შორის ასევე იმყოფებოდა WNBA-ს MVP ეიჯა უილსონი.

null

“მეტროპოლიტანის” და “იგნაიტის” შეხვედრა უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა. G ლიგის გუნდმა 122:115 მოიგო, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშე მაინც მეტროპოლიტანის” ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა გახდა. ფრანგმა მძიმე ფორვარდმა 37 ქულა (11-დან 7 სამქულიანი), 4 მოხსნა და 5 დაფარება მოაგროვა. “იგნაიტის” რიგებიდან გამოირჩა სკუტ ჰენდერსონი – 28 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი.

გუნდები განმეორებით შეხვედრას პარასკევ დილას გამართავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *