არსენ ვენგერი 72 წლის გახდა. ფეხბურთის გურმანებისთვის მაგარი მწვრთნელი თავისი ფილოსოფიით, მისი არსენალი ერთი სიამოვნება იყო… ვენგერზე ბევრჯერ დაწერეს, მწვრთნელობას უბრუნდებაო, თუმცა სავარაუდოდ, ეს აღარ მოხდება: დიდი დრო გავიდა.
ვენგერი ფიფაში ფეხბურთის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელია.
„მეშინია თუ არა მწვრთნელობის მერე ცხოვრების? დიახ, მეშინია“
„გუშინ სასტუმროში ტელევიზორის პულტს ვაწვალებდი და ტოტენჰემის მატჩზე გადავრთე. მინდოდა მეყურებინა, მაგრამ ჩამეძინა“
„გუშინ სასტუმროში ტელევიზორის პულტს ვაწვალებდი და ტოტენჰემის მატჩზე გადავრთე. მინდოდა მეყურებინა, მაგრამ ჩამეძინა“.
„რასაც არ უნდა აკეთებდე, ეცადე გააკეთო ისე, რომ ნამუშევარი ხელოვნებად გექცეს“
„თუ ყოველდღიურად ხიზილალას ჭამას ხარ მიჩვეული, სოსისებზე გადასვლა გაგირთულდება“
„არ ვიცოდი, რომ ინგლისლეები კარგად ცურავდნენ. 12 წლის განმავლობაში აქ საცურაო აუზი არ მინახავს“
„მე მეორე მსოფლიო ომის მერე დავიბადე. წესით, გერმანელები უნდა მეზიზღებოდნენ, მაგრამ მახსოვს, როგორ გადავლახე საზღვარი და მივხვდი, რომ გერმანიაშიც ისეთი ხალხი ცხოვრობს, როგორც სხვაგან. ყველას სურს, რომ ბედნიერი იყოს“
„პრიმიტიულად ცხოვრება არ შეიძლება. ჩვენ არ ვართ ცხოველები. ყოველთვის საინტერესოა, როცა საქმიანობას ხელოვნებად გადააქცევთ. ფეხბურთიც ასეა. შეხედეთ ბარსელონას…“
„სუმო საოცარია. რამდენიმე წამი გრძელდება და ვერ გაიგებ, ვინ მოიგო. სუმოისტები ემოციებს იკავებენ, რათა წაგებულს არ აწყენინონ. ეს ფანტასტიკურია!“.
„რომელი ფეხბურთელი მაკვირვებდა? ჟილბერტო სილვა – ძალიან სასიამოვნო პიროვნება. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, სხვა ბევრი ტიტულიც მოიგო და ეს იმიტომ, რომ მშვიდი ბიჭიდან მოედანზე ნამდვილად ცხოველად გადაიქცევა ხოლმე“.
„მეშინია თუ არა მწვრთნელობის მერე ცხოვრების? დიახ, მეშინია“