ლეო მესი მადრიდში შენიშნეს. ის კლინიკაში მივიდა და მკურნალობა მოუწევს. ოღონდ, მესის მუხლი კი არა, ბარძაყის კუნთი აწუხებს.
როგორც გაირკვა, არგენტინელ სუპერვარსკვლავს ვენესუელასთან შესარჩევში მიღებული ტრავმის მერე გაჰყვა დისკომფორტი. მაშინ ლუის მარტინესი ძალიან ეუხეშა. ეს თამაში ოქტომბრის შუაში გაიმართა…
მას მერე კი, როგორც გახსოვთ, მესი სტაბილურად ვერ თამაშობს: ლილთან ერთი ტაიმი იყო მინდორზე და შეცვალეს, ლაიპციგთან კი საერთოდ არ გამოჩენილა.
მოკლედ, როგორც წერენ, მესის დაახლოებით ერთი თვე გაუცდება – ეს ყველაზე ცუდ ვარიანტში. ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, მხოლოდ 10 დღე გამოტოვოს. ორ, ან სამ დღეში გაირკვევა.