პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ იტალიის ნაკრებთან ერთად 11 ივლისს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, ერთ კვირაში კი პარიზში პომპეზური ქორწილი გამართა, რომელზეც მუსიკალურ პროგრამას საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი უძღვებოდა.
სტუმართა შორის რატომღაც არ იყვენენ იტალიის ნაკრების ფეხბურთელები, სათადარიგო მეკარე სალვატორე სირიგუს გარდა, სამაგიეროდ ცერემონიას ესწრებოდნენ მისი ყოფილი და ამჟამაინდელი პარისენჟერმენელი თანაგუნდელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კილიან მბაპე.
ვერატის მეუღლე მოდელი ჯესიკა აიდი გახლავთ, რომელიც 2019 წელს გაიცნო მონაკოში.
ამჟამად ისინი ბერძნულ მიკენოსზე იმყოფებიან თაფლობის თვეში და საკუთარ გრძნობებს მაინცდამაინც არ მალავენ.