ვესტ ჰემის ხელმძღვანელობამ ოთხკაციანი სია შეადგინა იმ სპეციალისტებისა, ვინც შეიძლება მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი შეცვალოს. ამ ოთხიდან უფრო რეალური ჩელსისა და ტოტენჰემის ყოფილი დამრიგებლები – ტომას ტუხელი და მაურისიო პოჩეტინო არიან.
მიმდინარე პრემიერლიგაში 19 მატჩის შემდეგ 15 ქულით, ვესტ ჰემი სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა და თუ ასე გაგრძელდა ჩემპიონშიფში დაქვეითება ემუქრება.
ჩაქუჩებს შარშანდელი 25 ოქტომბრის შემდეგ აღარ მოუგიათ, რაც ჯამში ცხრა მატჩს ითვლის.
59 წლის მოიესი ვესტ ჰემს 2019 წლის დეკემბრიდან თავკაცობს.