იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ჯანლუკა ვიალიმ, ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი ისევ მოვიდა. სიმსივნე ისევ დაუდასტურდა და ახალ ბრძოლას იწყებს ვერაგ სენთან.
„ვაგრძელებ ბრძოლას, რადგან ჯერ კიდევ დიდ ხანს მსურს სიცოცხლე. ჩემი ოჯახის თანადგომით ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ვიალი, რომელსაც ინგლისელი მეუღლე და ორი მოზარდი გოგონა ჰყავს.
57 წლის ვიალის, რომელიც ბოლო დროს იტალიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თანაშემწედ მუშაობდა და ევოპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, პანკრეასის კიბო 2017 წელს დაუდგინეს, თუმცა მკურნალობის კვალად, 2020-ში უთხრეს, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
სამპდორიას, იუვენტუსისა და ჩელსის ყოფილი ვარსკვლავი, რიმელსაც იტალიის ნაკრებში 59 მატჩი ჩაუტარებია და 16 გოლი გაუტანია, სიხარულით ცას ეწია. მუშაობაც დაიწყო. აძურას მიერ ევრო 2020-ის ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედიც გახლავთ.