იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუკა ვიალი, ახლოსაა საფეხბურთო კლუბ სამპდორიას შეძენასთან. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რამდენიმე დღის წინათ, კლუბის ყოფილი მფლობელი, მასიმო ფერერო დააპატიმრეს. სინიორ მასიმოს ფინანსურ მაქინაციებში სდებენ ბრალს, რომლებიც კლუბს არ ეხება.
შეგახსენებთ, თავის დროზე ვიალი სამპდორიას ვარსკვლავი გახლდათ და იქ ჩატარებულ 223 მატჩში 85 გოლი გაიტანა.