ვიდალი… ტოტენჰემი ჩემპიონი გახდება?..

არტურო ვიდალი უკმაყოფილოა ინტერში თავისი მდგომარეობით. ჩილელი უფრო ხშირად სათადარიგოა. ამ დროს კი ტოტენჰემი დაინტერესებულია მისი შეძენით.

34 წლის ვიდალის ტრანსფერის შანსს ზრდის ფაქტი, რომ ტოტენჰემს ანტონიო კონტე წვრთნის. კონტეს პერიოდში კი ვიდალი ინტერის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ვიდალი თითქმის ყოველწლიურად ქვეყნის ჩემპიონი ხდება. სადაც თამაშობს, გარანტირებულივით აქვს ჩემპიონობა…

ჩილეს კოლო-კოლოში 3-ჯერ ზედიზედ. იუვენტუსში 2012, 2013, 2014, 2015 წლებში, ანუ ზედიზედ 4-ჯერ…ბაიერნში 2016, 2017, 2018, ანუ ზედიზედ 3-ჯერ. მერე ერთხელ ბარსელონაში 2019 წელს და ერთხელაც ინტერში 2021-ში.

მოკლედ, 2011 წელს რაც ლევერკუზენიდან წავიდა, სულ ჩემპიონია ერთის გამოკლებით.  2020-ში ვერ გახდა ბარსელონაში.

ახლა ტოტენჰემის ჯერია? ეს ხუმრობით…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *