ვიეირამ პრემიერლიგის გუნდი ჩაიბარა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჯამად მწვრთენლმა პატრიკ ვიეირამ კრისტალ პალასი ჩაიბარა. ინფორმაცია კლუბის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. ამ პოსტზე მან როი ჰოჯსონი ჩაანაცვლა.

კრისტალ პალასი წინა სეზონში პრემიერლიგაში მე-14 ადგილზე გავიდა. როგორც სჩანს გუნდის ბოსებისთვის ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგი აღმოჩნდა და მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს.

რაც შეეხება ვიეირას, პრემიერლიგა მისთვის უცხო არაა. საფეხბურთო კარიერა მან მანჩესტერ სიტიში დაასრულა. ვიეირა ბოლოს ნიცას მწვრთნელი გახლდათ, ფრანგულ გუნდს იგი 2018-20 წლებში ხელმძღვანელობდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *