კრისტალ პალასის მთავარ მწვრთნელს და ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს პატრიკ ვიეირას კორონავირუსი დაუდასტურდა. კრისტალ პალასი პრემიერლიგის მორიგ ტურში ტოტენჰემს შეხვდა და 0:3 დამარცხდა, მატჩამდე გუნდების წევრებმა ტესტი ჩაიტარეს და ვიეირას კოვიდი დაუდასტურდა.
ფრანგი სპეციალისტი თავს კარგად გრძნობს და ამჟამად თვითიზოლაციაშია. ვიეირა ტოტენჰემის გარდა, გუნდს ვერც ნორვიჩთან და ვესტ ჰემთან გაუძღვება.
ვიეირამ კრისტალ პალასი წელს ივლისში ჩაიბარა. მისი გუნდი პრემიერლიგაში 20 ქულით მე-12 ადგილზეა და უახლოეს მატჩს 28 დეკემბერს ნორვიჩთან გამართავს.