“ვილერბანი” საფრანგეთის ჩემპიონი 21-ედ გახდა

ASVEL's players celebrate with the trophy after winning the French Elite basketball final between ASVEL Lyon-Villeurbanne and AS Monaco, at the Astroballe Arena in Villeurbanne on June 25, 2022. (Photo by JEAN-PHILIPPE KSIAZEK / AFP)

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეიოფის ფინალური სერია. გადამწყვეტ, მეხუთე მატჩში “ვილერბანმა” ოვერტაიმში 84:82 სძლია “მონაკოს” და სერია 3:2 მოიგო. “ლიონი” არსებობის ისტორიაში 21-ედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.(საუკეთესო შედეგი ფრანგული კალათბურთის ისტორიაში).

null

მეხუთე მატჩი ლიონში, ვილერბანის მოედანზე იმართებოდა, რაც მასპინძელი კლუბისთვის რათქმაუნდა დიდი უპირატესობა იყო. პი ჯეი პარკერის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრაში იდეალური სტარტი აიღო და ელი ოკობოს ზუსტი სროლების ფონზე პირველი მეოთხედი 26:13 მოიგო.

მეორე პერიოდში “მონაკო” გამოფხიზლდა – ქართული პასპორტის მქონე ვილ ტომასმა საშუალო დისტანციებიდან დაბომბა მეტოქის კალათი, მიზანი გაისწორა მაიკ ჯეიმსმაც, რისი წყალობითაც სტუმრებმა მეტოქის უპირატესობა 5 ქულამდე “ჩამოადნეს”, თუმცა ტაიმის მიწურულს ოკობომ რამდენიმე შეტევაში იდეალურად იმოქმედა და მასპინძლებს მატჩის პირველი ნახევარი 43:33 მოაგებინა.

null

მეორე ტაიმის სტარტზე ამჯერად უკვე “მონაკო” დომინირებდა – მაიკ ჯეიმსმა “დირიჟორის” როლი მოირგო და მშვენიერი პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. 3 წამიან ზონაში მშვენივრად მოქმედებდა ბუცელი-დიალოს წყვილი. მესამე მეოთხედი სტუმრებმა 20:11 მოიგეს და უკანასკნელი 10 წუთეულის წინ მათი ჩამორჩენა ერთადერთი ქულაღა იყო 53:54.

მეოთხე პერიოდის საწყის 2 წუთში ჯეიმსმა “აიწყვიტა” და შორი დისტანციებიდან 2 ურთულესი სამქულიანი ჩააგდო. “მონაკოს” უპირატესობა 6 ქულამდე გაიზარდა და თითქოს სტუმრებმა ფსიქოლოგიური ჰანდიკაპიც მოიპოვეს, თუმცა საჭირო მომენტში ისევ ელი ოკობო “გამოჩნდა, რომელმაც “მკვლელი” 3 ქულიანი ჩასვა და საკუთარი გუნდი ისევ “რელსებზე” დააყენა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 14 წამით ადრე “მონაკო” 3 ქულას იგებდა, როდესაც “ლიონის” გამოცდილმა ცენტრმა – ჯეიმს გისტმა ორი საჯარიმო ჩააგდო და ისევ მინიმუმადე შეამცირა საკუთარი გუნდის ჩამორჩენა 73:74. ტაქტიკური თვალსაზრისით აღებულმა “ფოლმა” გაამართლა – სტუმარმა კალათბურთელმა 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და საპასუხო შეტევისთვის მასპინძლებს 4 წამი დარჩათ.

null

ბურთი ელი ოკობომ წამოიღო, რომელმაც მაიკ ჯეიმსთან კონტაქტი “იპოვა”, 2 ქულა მოიპოვა და ბონუს საჯარიმოც დაიმსახურა. ახალგაზრდა უკანახაზელს ნერვებმა უმტყუნა – 75:75-ზე გადამწყვეტი ჯარიმა გააფუჭა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებითმა 5 წუთეულმაც თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. უკანასკნელ წამებზე ამჯერად უკვე “ლიონი” იგებდა 84:82-ს, როდესაც “მონაკოს” ლიდერ ვილ ტომასს მასპინძელმა კალათბურთელებმა ბურთი ხელიდან წაართვეს და საფინალო სირენის ხმაც გაისმა – “ვილერბანი” საფრანგეთის ჩემპიონია.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ელი ოკობო გახდა, რომელმაც პარკეტზე 40 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაშ მის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published.