ვილი სანიოლი: გრიზმანი ზიდანს ემსგავსება

ვილი სანიოლი ფრანგულ Lequipe-ს ესაუბრა. ევროპის ჩემპიონატის სიკვდილის ჯგუფი, სადაც საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და უნგრეთი არიან. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კი გერმანულ ფეხბურთს მშვენივრად იცნობს – კარიერის უმეტესი ნაწილი ხომ ბაიერნში გაატარა.

სანიოლმა ანტუან გრიზმანი გამოარჩია:

„ის თამაშს მართავს. გასაღები აქვს ხელში და N 1 ფეხბურთელია ნაკრებში. შეტევების დაწყებაც შეუძლია და დამთავრებაც. რაც დრო გადის, გრიზმანი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ზინედინ ზიდანს.

…პლუს, გრიზმანი გუნდური ფეხბურთელია და თანაგუნდელები ძალიან აფასებენ. ზოგჯერ შავ სამუშაოს ასრულებს და იგრძნობა, რომ რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა სურს. გრიზმანს მაქსიმუმი სურს თავისი თავისგან და პარტნიორებისგანაც“.

სანიოლი ამბობს, საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება ევროპაზე. საფრანგეთი-ბულგარეთის ამხანაგურ მატჩზე (3:0) ეს თქვა:

„ნაკრებმა ცეცხლი დაანთო, მაგრამ გერმანელებთან სხვა თამაში იქნება. გერმანელებს ასევე უყვართ ბურთის ფლობა, უელსსა და ბულგარეთს კი ამის ამბიცია არ ჰქონიათ. გერმანიას ახასიათებს დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა, ამიტომაც საფრანგეთის დაცვა ფრთხილად უნდა იყოს. წარმატების ფორმულა, ვფიქრობ, გერმანელებისთვის სწრაფად და კოლექტიურად ცენტრში ბურთის წართმევაა, რათა ფრანგმა თავდამსხმელებმა მეტი შანსი ნახონ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *