ვილი სანიოლი: კვარაცხელია ლიგა 1-ის გუნდებს შევთავაზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, RMC Sport-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წინა სეზონისას ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის გუნდებს შესთავაზა, თუმცა ყველასგან უარი მიიღო.

“კვარაცხელია ლიგა 1-ის რამდენიმე გუნდს შევთავაზე. კლუბების ხელმძღანელები მეუბნებოდნენ, რომ ის ქართველია და არა ბრაზილიელი და რომ 70-ე წუთისთვის უკვე დაღლილი იქნება. კვარაცხელია ახლა ნაპოლის ფეხბურთელია და ამ გუნდის ფანები აღტაცებაში მოჰყავს. 

ხვიჩას ასაკში რიბერიც ასე თამაშობდა და როგორ განვითარდა მისი კარიერა ყველამ კარგად ვიცით. მსურს კვარაცხელიამაც რიბერის დონის ფეხბურთი ითამაშოს.” – განაცხადა სანიოლმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *