კოსოვოსთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ მატჩის წინა პრეს-კონფერენცია გამართა. მასთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებს ოთარ კიტეიშვილმაც უპასუხა
ვილი სანიოლი:
ჩემთვის რთულია სატრანსფერო ფანჯრის შეფასება, რადგან ახლახანს დაიხურა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ ის მოთამაშეები რომლებიც ძალიან კარგ ჩემპიონატებში გადავიდნენ, რეგულარუად თუ ითამაშებენ.
მოხარული ვარ მამარდაშვილის პროგრესით, ეს კარგია ქვეყნის იმიჯისთვის, ქართული ფეხბურთისთვის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვალენსიას რიგებში მხოლოდ 3 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. რაც შეეხება ლორიას, ის ნომერ 1 მეკარეა, მისით კმაყოფილი ვარ და მიზეზს ვერ ვხედავ შევცვალო. მამარდაშვილი, ლაზარე კუპატაძე თუ ასე გააგრძელებენ პროგრესს, ნაკრებისთვის კარგი იქნება.
ყველა სპოტსმენისთვის სამწუხაროა, რომ მატჩი მაყურებლების გარეშე ჩაივლის, თუმცა არის რეგულაციები და პატივი უნდა ვცეთ. კოსოვოზე ვართ კონცენტრირებულნი და ესპანეთთან თამაშზე მერე ვიფიქრებთ.
ხვიჩას რაც შეეხება, მას ტრავმა აწუხებს. ბოლო 2 თამაში გამოტოვა. თავიდან სიაში შევიყვანეთ, იმ იმედით, რომ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რუბინის განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, რას დაწერენ მათი საქმეა, ფაქტი ის არის, რომ მოთამაშე ტრავმირებულია და გამოგვაკლდება. ის წამყვანი ფეხბურთელია, თუმცა მის გარეშეც უნდა მოვახერხოთ და მოვიგოთ. კოსოვოს ფეხბურთელები წამყვან ლიგებში თამაშობენ, პატივს ვცემთ მათ და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვითამაშებთ.
შეკრებაზე სიტუაცია ყოველთვის იდეალური არ არის, რადგან ბევრი ფეხბურთელი შორს თამაშობს და გვიან შემოგივერთდა. ერთერთი არის ვაკო ყაზაიშვილი. კაშია, კიტეიშვილი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ბოლო დროს ბევრი ითამაშეს, ამიტომ ინდივიდუალური პროგრამით მოემზადნენ, დღეიდან კი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ. ვაკო ყაზაიშვილის გამოძახება მარტში და ივნისში მსურდა, მაგრამ სამხრეთ კორეაში მოქმედი რეგულაციების გამო ვერ მოხერხდა. ის თავიდანვე ნაკრებში მყავდა გათვალისწინებულ.
როცა 24-25 ფეხბურთელი გყავს, რომელიც რეგულაურად თამაშობს კლუბში, ეს მთავარი მწვრთნელისთვის ძალიან კარგია. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ არ უთამაშიათ – გიორბელიძე, აბურჯანიას ტრავმა აწუხებდა. ისინი მაინც გამოვიძახეთ, რადგან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ჩვენთვის ერთერთი მთავარი კრიტერიუმი არის კლუბში რეგულარულად თამაშობს თუ არა. კაჭარავა და შენგელია, მაგალითად, იმდენს ვეღარ თამაშობენ და ნაკრებში ამიტომ ვეღარ გამოვიძახეთ.
გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო 2 თვის მანძილზე ბევრი არ უთამაშია, თუმცა კარგია რომ დაბრუნდა. გვესმის, რომ 90 წუთისთვის სათამაშოდ 100%-ით მზად არ არის, თუმცა სწორია ნაკრებს შეუერთდეს და ფეხბურთის თამაში უხაროდეს.
წიტაიშვილს კიევის დინამოში ბევრი არ უთამაშია, თუმცა ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა და ახლა მეტს თამაშობს. მისი გამოძახება საჭირო იყო, რადგან მსგავსი ტიპის ფეხბურთელები ბევრი არ გვყავს.
რაც შეეხება კიტეიშვილს, ჯერ ახალგაზრდაა და დიდ გუნდში ითამაშებს. მე რომ წამყვანი გუნდის პრეზიდენტი ვიყო, მას აუცილებლად შევიძენდი, თუმცა, სამწუხაროდ, არ ვარ.
ოთარ კიტეიშვილი:
ყოველთვის ვცდილობ სანაკრებო პაუზის წინ საუკეთესო ფორმაში ვიყო და ახლაც არაფერი შეცვლლა.
ძალიან გვინდოდა მაყურებლები სტადიონზე ყოფილიყვნენ, თუმცა რეგულაციები არსებობს და მოგვიწევს შევეგუოთ.