მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა და ოთარ კაკაბაძემ ისაუბრეს.
ვილი სანიოლი
კანკავა ხვალ მეასე მატჩს ითამაშებს და მისთვის ეს ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას, ჯერ არ ვიცი რა შემადგენლობას დავაყენებ ძირითადში. ჩვენთვის ორივე ფეხბურთელია. მე უნდა ვიპოვო ბალანსი, რომელიც იმედია გაამართლებს. როცა 2 კარგი მოთამაშე გყავს, მათ ყოველთვის შეუძლიათ ერთად კარგად თამაში. როგორც უკვე გითხარით, საჭიროა შემადგენლობა სწორად შევარჩიო.
ოთარ კაკაბაძე
ჩემთვის ყოველი გამოძახება სასიხარულოა. გოლმა თავდაჯერება შემმატა. წინა თამაშებით ყველანი უკმაყოფილოები ვიყავით. კარგად გვესმის, რომ მეტია საჭირო. საკადრო პრობლემების მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. მოტივირებულები ვართ და გვსურს სიტუაცია გამოვასწოროთ.