მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთს 2:0 მოუგო. შეხვედრა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა შეაფასა.
“კვარაცხელია ამ მომენტისთვის ოპტიმალურ ფორმაში არ არის. მან იცის, რომ ბოლომდე ვენდობით. ხვიჩა საქართველოში ყველას უყვარს. გირჩევთ ნაკლები ილაპარაკოთ მის სატრანსფერო ამბებზე, მას თამაში უნდა აცადოთ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ხვიჩა იღლებოდა, გვინდოდა 78-ე წუთზე შეგვეცვალა. ვფიქრობ, რომ ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის ბოლომდე დაიხარჯა.
კაკაბაძეს კლუბში პრობლემები აქვს, ის რეგულარულად არ თამაშობს. მსურს ფეხბურთელებმა კლუბებში მეტი ითამაშონ. კაკაბაძე კოსოვოსთანაც და დღესაც ძალიან კარგი იყო. კაშიაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია.
შვედთა მწვრთნელმა თქვა, რომ გოლებისას გაგვიმართლა. მას ვუპასუხებ, რომ შვედეთში გამართულ თამაშში მათ გაუმართლათ გოლისას. შვედეთი დიდი ხანია ამ სტილის ფეხბურთს თამაშობს. ერთადერთი სხვაობა იბრაჰიმოვიჩია. არ ვამბობთ მათზე უკეთესები ვართ.
მატჩს თვალი ტრიბუნიდან ვადევნე და ზურას ფიზიკურად ვერაფერს ვეტყოდი, ყურსასმენებში ოპერის მუსიკას უსმენდა.
სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარგად ვითამაშოთ. მსგავსი სიტუაცია იყო მარტში. იმედია მომავალში სტაბილურად გვეყოლება ძლიერი გუნდი და უკეთესი შედეგები გვექნება.
მსურს მაყურებლებს დიდი მადლობა გადავუხადო. ესპანეთთანაც და დღესაც საოცარი ქომაგობა ვნახე.”-განაცხადა სანიოლმა.