ვილი სანიოლი: მომდევნო თამაშებში იმ თავდადებას ვნახავთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ახასიათებს

საქართველოს ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 2 მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი 9 რიცხვში საბერძნეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 12-ში კი კოსოვოს ესტუმრება. მოახლოებულ მატჩებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა ისაუბრა.

სექტემბრის თამაშებში ბევრი რამის გაკეთება სხვანაირად ჯობდა. ვფიქრობ ყველას უფრო მეტი მომზადება მართებს, რათა უფრო შეკრულები ვიყოთ. კონკრეტულად არავის ვადანაშაულებ, თუმცა მეტი თავდადების გამოჩენა შეიძლებოდა. დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშებში იმ შემართებას ვნახავთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ახასიათებს. 

სამწუხაროა, რომ კიტეიშვილი ტრავმირებულია და მომდევნო თვეები ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ დაგვიბრუნდნენ ოქრიაშვილი, გვილია და კვარაცხელია. დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთესი შემართება იქნება. 

ნაკრებში ტრავმების და სხვა და სხვა მიზეზები გამო ფეხბურთელები გვაკლდა. ფეხბურთელები ეროვნული ლიგიდანაც დავიმატეთ. ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები არ თამაშობენ იმ დონეზე, რა დონეზეც მეტოქე გუნდის მოთამაშეები. მათ ფეხბურთელები ტოპ ჩემპიონატებიდან ჰყავთ. სფფ-ს ძალიან სწორი კურსი აქვს აღებული იმ კუთხით თუ როგორ განვითარდნენ ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ ნიჭიერი ახალგაზრდები მალე ტოპ გუნდებში ითამაშებენ.

ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ისინი წლების წინ დაწყებული საქმის შედეგია და კიდევ გვსურს წინსვლა, ამიტომ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგად მოვამზადოთ და უკეთესი გუნდი მივიღოთ. ბიჭებისთვის დიდი პასუხისმგებლობის აკიდება არასწორი მგონია. ჩვენი მხარდაჭერით ბიჭები გაძლიერდებიან და შემდეგ კიდევ უფრო კარგად მოახერხებენ საკუთარი თავის წარმოჩენას. 

ესპანეთის ნაკრების მაგალითს მოვიყვან, საუკუნის დასაწყისში კარგი შედეგები არ ჰქონდათ. მათ კარგი პროექტი ჰქონდათ, რომ ახალგაზრდები გაეზარდათ. ერთად დგომით და საერთო ძალიხსმევით შემდეგ ერთი თავით მაღლა იდგნენ სხვა გუნდებთან. ამ რთულ ფაზებს საქართველოს ნაკრებიც ეხლა გადის. მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები მალე დიდ პროგრესს გვაჩვენებს. 

5 დღეში რამის შეცვლა ძალიან რთულია. ხვიჩა 20 წლის ფეხბურთელია, როცა შენ ირგვლივ ასეთი სიტუაციაა, რთულია მენტალურად მყარად დადგე. ხვიჩასი კარგად მესმის, მან პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ეს არ განსაზღვრავს ფეხბურთელის ხარისხს. დარწმუნებული ვარ კვარაცხელია მაქსიმალურად დაიხარჯება. მან ზუსტად იცის თუ რას ველოდები მოედანზე მისგან. 

ჩემი საქმე არ არის ვინმეს პატრიოტიზმი ვასწავლო, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ისინი გავწვრთნა. როგორც იცით მეც დიდი დრო მაქვს მოედანზე გატარებული, მეც მქონია შემთხვევა როცა რაღაცის გაკეთება გულს და ტვინს უნდა, მაგრამ ფეხებს არ გამოსდის. 

წინა შეკრებაზე იყვნენ დებიუტანტები, ზოგი ეხლაც გამოძახებულია. ვინც არ არის, მათ უფრო მეტი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნდნენ. 

მიხარია, რომ ჩაკვეტაძე ბრუნდება. როცა წინა შეკრებაზე გამოვიძახეთ, მას კლუბში 12-15 წუთს ათამაშებდნენ, ეხლა მოედანზე 75 წუთის გატარებაც შეუძლია. მას თითქმის 2 წელი გაუცდა, ასეთ დროს ფეხბურთელს ფსიქოლოგიური კუთხითაც სჭირდება გვერდში დგომა. ოპტიმალური ფორმაში დაბრუნების შემთხვევაში, გიორგის საკმაოდ ბევრი გუნდი ისურვებდა. 

ყველა კარგ თუ ცუდ გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ასეა ყაზაიშვილთან დაკავშირებითაც, როცა იგი დროზე ადრე გავუშვი. ამ გამოძახების დროს მხედველობაში მისი ბოლო სანაკრებო თამაშები და ის გრძელი გზა გავითვალისწინე, რომლის გამოვლაც მოუწევდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრების კარი ვაკოსთვის დაკეტილია.”-განაცხადა სანიოლმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *