ვილი სანიოლი: შვედეთი იბრაჰიმოვიჩთან ერთად სხვაა და მის გარეშე სხვა, მთავარია გულით ვითამაშოთ

საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 14-ში კი უზბეკეთს დაუხვდება. მოახლოებულ მატჩებნთან დაკავშირებით ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ფეხბურთი, რომ მარტო გვარები იყოს, მე საჭირო არ ვიქნები როგორც მწვრთნელი. რა თქმა უნდა გარკვეულწილად მოცულობითი სამუშაოა, ვიდრე მხოლოდ გვარების ჩამოწერას. ვცდილობ სამართლიანი ვიყო და გადაწყვეტილებები ტვინით და გულით მივიღო. შემადგენლობა მანამ დავასახელე, სანამ ქვილითაია 2 გოლს გაიტანდა. მე მინდა, რომ ის უფრო თავდაჯერებული იყოს, მეტი გოლი გაიტანოს და ნაკრებს დაუბრუნდეს. შანსს ასევე ნიკა კაჭარავაც იმსახურებს, რომელსაც ჩემ დროს აქამდე არ უთამაშია, რადგან ტრავმა ჰქონდა. 10 თავდამსხმელს ვერ გამოვიძახებთ, რადგან მოქნილობა და ბალანსი აღარ გვექნება. შეიძლება ბევრი ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით ვინ გამოვიძახო და ვინ არა. ქვილითაიასთან როგორც პიროვნებასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ყველაფერი ფეხბურთელების მუშაობაზეა დამოკიდებული. 

სფფ ყოველთვის მეკითხება აზრს იმასთან დაკავშირებით ვისთან ჩავატაროთ ამხანაგური მატჩი. რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც დაბალი დონის გუნდებში თამაშობენ, ხანდახან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა სხვაობაა ფაქტებსა და ემოციებს შორის. ამაზე მეტს აღარ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტოპ ჩემპიონატებში არ არიან და იმედია მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. ხშირად შემთხვევაში ფეხბურთელის კომპეტენცია არ არის გადამწყვეტი იმაში, არის თუ არა ტოპ გუნდში, ხშირად გარემოც დიდ როლს თამაშობს. ჩვენ 90 წუთის განმავლობაში 100%-ით უნდა ვიბრძოლოთ, ისე როგორც კოსოვოსთან. წინასწარ ვერ გეტყვით შვედეთთან მოვიგებთ თუ არა, თუმცა მთავარია ბრძოლა და ჟინი ვნახოთ. 

ბოლო თამაშებში ნაჩვენებმა შედეგებმა გული ძალიან დაგვწყვიტა. შეიძლებოდა რაღაცეები სხვანაირად გაგვეკეთებინა, კოსოვოსთან სხვა მოლოდინი გვქონდა. საბერძნეთთან მეორე ტაიმი უკეთესი იყო. კოსოვოში ბევრად უკეთესი სულისკვეთება იყო, ამ თამაშმა დაგვანახა, რომ მსგავსი შედეგი მოახლოებულ თამაშებშიც ვაჩვენოთ. ყველას ექნება შანსი, რომ ვარჯიშებზე თავისი დამოკიდებულება და სულისკვეთება გამოაჩინოს. ჩვენ არ გვყავს მესის და ნეიმარის დონის ფეხბურთელები, თუმცა გვაქვს თავდადება. ხანდახან ცოტა დამაბნეველია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი მოლოდინია. ჩვენ ვიძახით, რომ კოსოვოსთან ცუდი თამაში იყო, თუმცა იგივე კოსოვოსთან მოგებისთვის მოლოცვებს ვიღებ. შეიძლება მოთამაშეებს ბოლომდე კარგად ვერ გავაგებინე თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს კოსოვოს. 

დიდ აზრს ვერ ვხედავ, რომ გარკვეულ ფეხბურთელებზე ვისაუბრო რატომ გამოვიძახე ეს და არა ის. აქ ბევრი გარემოებაა გათვალისწინებული. სექტემბრის სია აგვისტოში შევადგინე და იმ პერიოდში ოქრიაშვილს, შენგელიას, კაჭარავას, კვეკვესკირს და გვილიას პრობლემები ჰქონდათ. სწორედ ამ მიზეზთან გამო მოხვდა რამდენიმე ფეხბურთელი სანაკრებო სიაში. დღეს ისინი არ არიან, თუმცა მათი ცხადია გვეიმედება. 

რა თქმა უნდა ქართულ ფეხბურთზე ბევრს ვსწავლობ. აღმოჩენები ხან კარგია ხან ცუდი. პირველი რასაც ჩვენ ყველა ვეძებთ, ეს სტაბილურობაა. თუ დავაკვირდებით წარმატებულ გუნდებს, ძირითადად არ უწევთ დიდი რაოდენობით ფეხბურთელების შეცვლა. თუ მარტის მატჩებს გავიხსენებთ, ძირითადი ბირთვით ვითამაშეთ. თუ სექტემბრის თამაშებს გადავხედავთ, ტრავმების და დისკვალიფიკაციების გამო პრობლემები გვქონდა. 

ქართული არ ვიცი, მაგრამ სულ ვცდილობ გავიგო რას წერენ ქართულ მედიაში. მთელი ზაფხული მესმოდა თუ სად შეიძლება გადავიდეს კვარაცხელია. ხვიჩას კრიტიკაზე და პრესაზე მეტად მხარდაჭერა სჭირდება. არ ვაპირებ იმაზე საუბარს ვის ვისზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს. ჩვენ ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ისინი იმ ბირთვად უნდა ჩამოყალიბდეს, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ. ჩაკვეტაძეს კიდევ სჭირდება დრო, რომ ფორმაში ბოლომდე შევიდეს. დიახ მე ვოცნებობდი, რომ მესამე ადგილზე ან უკეთეს პოზიციაზე გავსულიყავით. მე და სფფ ამბიციურები ვართ და გვსურს მაღალ მიზნებს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე კონცენტრაციას უახლოეს 2 მატჩზე ვაკეთებთ. 

გიორგი ბერიძეს თვალ-ყურს ვედევნებთ. მას კარგი თამაში ჰქონდა შვედეთში. არ შემიძლია 25 ფეხბურთელიდან 20 შემტევი გამოვიძახო. გიორგის გარდა ვაკვირდები ლევან შენგელიას და დავით ვოლკოვს. მუდმივად შემტევ ფეხბურთელებზე მეკითხებიან, არა და მნიშვნელოვანია, რომ დაცვასაც მივაქციოთ ყურადღება. კოსოვოსთან თამაში მეტ წილად დაცვის კარგი თამაშით მოვიგეთ. 

კარგია როცა გყავს მოთამაშეები, რომლებსაც მოედნის ცენტრში დომინაცია მოახდინონ. აბურჯანია, კვეკვესკირი და გვილია კარგი ტექნიკური მოთამაშეები არიან. კოსოვოსთან კვეკვესკირის და გვილიას ურთიერთმქედებით კმაყოფილი ვიყავი. იმედია შვედეთთან თამაშის შემდეგაც პოზიტიური განწყობა მექნება. 

მთავარია მოახლოებულ თამაშში სულისკვეთება იყოს. ჯერ წინასწარ არ ვისუაბრებ როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ, ამით შვედეთის მწვრთნელს წინასწარ ინფორმაციას მივცემთ. კაკაბაძე გონებით და გულით თამაშობს, მან ახალ პოზიციაზე კარგად წარმოაჩინა ეს. რაც შეეხება ლობჟანიძეს, მას დიდი მოცულობის სამუშაო შეუძლია გასწიოს. ამ ფეხბურთელების ურთიერთქმედებით ძალიან კმაყოფილი ვარ. აუცილებლად უნდა ვახსენო ოქრიაშვილი, რომელიც უფრო მეტად ცენტრში მომქედებდა. ის ძალიან კარგი იყო კოსოვოში. ყველა გუნდისთვის თამაშობდა და იმედია ასე გაგრძელდება. 

როცა ფეხბურთელები კლუბებში მუშაობენ, თავის გუნდებთან მუშაობენ და ამაზე გავლენას ვერ მოვახდენ. ნაკრებში მე ტაქტიკურ დისციპლინას მოვითხოვ. კოსოვოში იდეალურად არ გვითამაშია, თუმცა დისციპლინა იყო. გრძელვადიანი პროექტები უფრო ფედერაციას და ფეხბურთელებს ეხება, მთავარი მწვრთნელისთვის მსგავსი პროექტები ნაკლებად არსებობს. ნაკრებში განვსაზღვრე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ საქართველოს ეროვნული გუნდი მალე უკეთესი გუნდი იქნება. როცა თავდაუზოგავად მუშაობ, შედეგსაც მიიღებ.

შვედეთის ნაკრები იბრაჰიმოვიჩთან ერთად სხვა არის და ზლატანის გარეშე სხვა. მსურს გუნდი იბრასთან ერთად ვნახო, ეს ის მოთამაშეა, რომელსაც ფეხბურთისთვის ბევრი გაუკეთებია. მინდა ჩვენმა მცველებმაც ითამაშონ ასეთი გამორჩეული ფორვარდების წინააღმდეგ. ყველასთვის ბევრის მომცემია ზლატანის წინააღმდეგ თამაში. იბრა შვედეთშიც იყო და დაცვამ მის წინააღმდეგ კარგად ითამაშა. იმედია მსგავსი წარმატება ახლაც გვექნება.”-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *