“ვიმედოვნებ, კონორი კვლავ გახდება ჩემპიონი” – ჟოსე ალდო

კონორ მაკგრეგორისა და ჟოსე ალდოს დაპირისპირება UFC-ს ისტორიაში უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეპიკურია. მათ შორის გამართულმა ძალიან დაძაბულმა პრესკონფერენციებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით იმართებოდა, ორგანიზაციის და უშუალოდ სპორტის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. იმ დროისთვის, კონორი ახლადგამოჩენილი ვარსკვლავი იყო, ალდო კი წლების მანძილზე იცავდა ქვემსუბუქი წონის ქამარს. ირლანდიელი მთელი წინასაბრძოლო პერიოდი, სხვადასხვა შეურაწმყოფელი ხერხებით ცდილობდა ალდოს წყობიდან გამოყვანას და გამოუვიდა კიდეც – ბრძოლის დაწყებიდან 13 წამში კონორის მარცხენამ ჟოსე გათიშა. მიუხედავად დაძაბულობისა, ბრძოლის შემდეგ კონორმა ოქტაგნონზევე გამოხატა ყოფილი ჩემპიონის მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ მათი დაპირისპირებაც იქვე დასრულდა.

ცოტა ხნის წინ, MMA Fighting-თან საუბრის დროს ალდომ კონორზე ისაუბრა: “ნამდვილად არ მგონია რომ კონორთან ისევ ვიბრძოლებ. პირიქით, მე დღეს მას ვგულშემატკივრობ, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მაღალ დონეზე დაბრუნებას, იმედი მაქვს კვლავ გახდება ჩემპიონი. არ აქვს აზრი სად და როგორ ვიქნებით, ხალხი ყოველთვის აკავშირებდა და დააკავშირებს ჩვენს სახელებს და ეს ჩვენ პირიქით, წინ გვწევს”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *