ვინაა რონალდუს მეგობარი, რომელმაც 30 მილიონი ევრო მიიღო?..

რიკარდო რეგუფე – ამ კაცმა 30 მილიონი ევრო მიიღო კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრში გადასვლისთვის. ეს საკომისიო თანხაა.

რიკარდო რეგუფე რონალდუს მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია. ზოგი მენეჯერსაც ეძახის, მაგრამ თავად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამბობს, უბრალოდ უახლოესი მეგობარიაო… სწორედ რეგუფე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ალ-ნასრთან და არა აგენტი ჟორჟე მენდეში.

რიკარდო რეგუფე აჩრდილივით თან დაჰყვება რონალდუს, პორტუგალიის ნაკრებშიც გასულ მუნდიალზე სულ გვერდში ედგა. და სხვათა შორის, ამის გამო ნაკრების სხვა ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ – ჩვენს შორის რატომ არისო.

რონალდუმ და რეგუფემ 2003 წელს გაიცნეს ერთმანეთი. რეგუფე Nike-ს წარმომადგენელი გახლდათ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *