ბარსელონას ყოფილმა სკაუტმა ანდრე კიურიმ რეალის ბრაზილიელ ფორვარდზე, ვინისიუსზე ისაუბრა. კიურის სკაუტინგი ჰქონდა ჩაბარებული სამხრეთ ამერიკის მიმართულებით.
„ვინისიუსი ბარსელონას ფანია. ის კულეა. პირდაპირ გეტყვით, რომ ის სიხარულისგან ტიროდა, როცა ბარსამ პსჟ-ს 6:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ვინისიუსი რეალში აღმოჩნდა.
…არადა, ის თითქმის უკვე ნაყიდი გვყავდა ბარსაში. ფეხბურთელის ორი აგენტი ჩემთან მეგობრობდა, მაგრამ ამ მეგობრებმა ბოლო წუთს მიღალატეს. ეს მოხდა 2017 წელს და მას მერე ჩვენ არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონია“.