ვინ არის Golden Boy-ს მთავარი ფავორიტი ?

ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტულის მფლობელს შემოდგომაზე გავიგებთ, 20 ფინალისტის ვინაობა 15 ოქტომბერს გაირკვევა. მანამდე კი ევროპულ პრესაში არაერთი ინფორმაცია და პროგნოზი ვრცელდება. ასე მაგალითად Goal España-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” 18 წლის ტალანტი, პედრი გონსალესი 2021 წლის Golden Boy-ს მოგების მთავარი ფავორიტია. ბუქმეიკერების კოეფიციენტები ამ პროგნოზსს აშკარად ეთანხმება და მოლოდინს მეტად აძლიერებს, რადგან გამარჯვებაზე პედრის კოეფიციენტი ყველაზე პატარაა და საგრძნობლად დაიკლო.

Golden Boy, რომელიც წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა, 2003 წელს Tuttosport-ის ჟურნალისტებმა დააარსეს – მისი პირველი გამარჯვებული რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა, ბოლო მფლობელი კი ერლინგ ჰოლანდია.

ნომინანტთა შორის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიას გვხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *