ვინ აწყენინა ჯინის?

ჟორჟინიო ვეინალდუმის ლივერპულიდან პარი სენ-ჟერმენში გადასვლა, ალბათ ამ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერია. თანაც ნიდერლანდელი პარიზელებმა უფასოდ მიიღეს, ის თავისუფალი აგენტი გახლდათ.

უცნაური იმიტომ ვთქვით, რომ თითქმის დადასტურებული იყო, ვეინალდუმს უკვე ბარსელონას ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში პარიზულ კლუბში აღმოჩნდა – პარი სენ-ჟერმენმა მას ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა.

Gini Wijnaldum on 'love-hate' relationship with Klopp & how European glory  unshackled Liverpool - Liverpool FC - This Is Anfield

იმავეს ამტკიცებს ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეანალიტიკოსი, ჯეიმი კარაგერი, იურგენ კლოპს მისი დატოვება სურდა, მაგრამ მეტი ფული მოითხოვა და კლუბმა „არა“ უთხრაო.

მერსისაიდელი ქომაგისთვის მართლაც დასანანია ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა. გასულ სეზონში ვეინალდუმმა პრემიერლიგის 38-ვე მატჩში ითამაშა და 92,7 პროცენტიანი სიზუსტის პასები შეასრულა. ასეთი მაჩვენებელი ლივერპულის არცერთ ნახევარმცველს ჰქონია.

ხუთი სეზონის განმავლობაში „ჯინიმ“ მხოლოდ 11 მატჩი გამოტოვა, რაც თანამედროვე ფეხბურთის სიხისტის გათვალისწინებით, დაუჯერებელი შედეგია. ის ერთ-ერთი იშვიათი ფეხბურთელი იყო, ვისზეც კლოპს ყოველთვის შეეძლო დაყრდნობა. ჯორდან ჰენდერსონისგან, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისგან და ნაბი კეიტასგან განსხვავებით, რომლებსაც ხშირად აწუხებდათ ტრავმები.

WelcomeGini 🔴🔵 Wijnaldum's first interview - YouTube

კლოპი ცდილობდა ნიდერლანდელის შენარჩუნებას, მაგრამ საფეხბურთო კლუბები დღეს უპირველესად ბიზნესორგანიზაციებია და ყველაფერს ფული წყვეტს.

ახლა გერმანელი სპეციალისტი კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგა. დაახლოებით იგივე ვითარებაა გუნდის მეორე გამორჩეული ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის შემთხვევაშიც. მისი ლივერპულური მომავალიც ბუნდოვანია. მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის 30 ივნისს ეწყრება, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება კი ჩიხში შევიდა. როდის ან საერთოდ გაგრძელდება თუ არა ეს მოლაპარაკება, გაურკვევლია. ბრიტანულმა ტაბლოიდებმა კი ჰენდერსონის გვართან უკვე პსჟ უკვე ახსენეს. არადა, ჰენდო ლივერპულის სახეა.

ვეინალდუმის დაკარგვა მწარე აბი გამოდგა მერსისაიდელთათვის და ახლა იმედოვნებენ, რომ მსგავსი პრეცედენტი აღარ გამეორდება.

ორიოდ დღის წინათ კი ვეინალდუმმა სიჩუმე დაარღვია და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლივერპულში მას ჯეროვნად ვერ აფასებდნენ.

„იყო მომენტები, როცა თავს სათანადოდ დაფასებულად ვერ ვგრძნობდი. ეს არ ეხება თანაგუნდელებს და მელვუდის (ლივერპულის საწვრთნელი ბაზა) ხალხს. მათ ყველას ვუყვარვარ და მეც მიყვარს ისინი. მაგრამ პრობლემა სხვა მხრიდან მომდინარეობდა.“ – უთხრა 30 წლის ჯინიმ ჟურნალისტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს „სხვა მხრიდან“ კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ნიშნავდეს.

საქმე ისაა, რომ კლუბის მფლობელ ჯონ ჰენრის და მის პარტნიორებს არ უყვართ 30 წლის და უფროსი ასაკის ფეხბურთელებისთვის ხანგრძლივი, ყუათიანი ხელშეკრულებების დადება. თუმცა ისინი გამონაკლისები არ არიან. მაგალითისთვის ლონდონის ჩელსი გავიხსენოთ, სადაც დირქტორი მარინა გრანოვსკაია 30 წლის შემდეგ მოთამაშეებს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტებს სთავაზობს.

Wijnaldum 'parallels' as Liverpool 'leave door open' for Henderson

დავუბრუნდეთ ჯინის. წასვლის კიდევ ერთი მიზეზი სოციალურ ქსელებში მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ყოფილა.

„ყოველდღე ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებოდი, წლების განმავლობაში თავს არ ვზოგავდი ლივერპულისთვის. ენფილდის პუბლიკას ვუყვარდი და ამას ვგრძნობდი. როცა პანდემიის შემდეგ ისინი ტრიბუნებზე დაბრუნდნენ და იცოდენენ, რომ მივდიოდი, მაინც თბილად მესალმებოდნენ.

აბსოლუტურად განსხვავებულები არიან ადამიანები სოციალურ ქსელებში. როცა საქმე ცუდად მიდიოდა, მე აღმოვჩნდი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი გადააბრალეს. ალბათ, ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებდი“, – აგრძელებს ნიდერლანდელი.

მოკლედ, ახალი სეზონის დაწყების წინ, ლივერპულს პრობლემები არ ელევა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *