ვინ დატოვა რუსეთი? – DFB მწვრთნელებს მოუწოდებს…

 

DFB (გერმანული ფეხბურთის ასოციაცია) გერმანელი მწვრთნელებისგან მოელის, რომ რუსეთს დატოვებენ.

ამ იდეას მხარდამჭერები მრავლად ჰყავს.

მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად ლაიფციგში მუშაობს, დომენიკო ტედესკომაც ისაუბრა

“სპარტაკის დისკვალიფიკაციას მივესალმები. ფიფამ და უეფამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

სპარტაკს კარგად ვიცნობ, მე-12 ადგილზე ჩავიბარე და, შემდეგ წელს, მეორეზე გავიყვანე. ევროპა ლიგაშიც რთული ჯგუფი გაიარეს.

ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილებაა”

მარკუს გიზდოლმა ლოკომოტივი პირველ მარტს დატოვა, კრასნოდარი კი დანიელ ფარკემ 2 მარტს.

მაინც არის გერმანელი მწვრთნელი, რომელსაც თანამდებობის დატოვება არ უნდა – ეს მოსკოვის დინამოს თავკაცი, სანდრო შვარცია.

DFB აქტიურად ცდილობს თანამდებობაზე უარი ათქმევინოს…

 

Leave a comment

Your email address will not be published.