ვინ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია დიეგო მარადონას დროინდელ ნაპოლიში?.. ეს ჰკითხეს ნაპოლისა და იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდ ანდრეა კარნევალეს, რომელსაც სკუდეტო აქვს მოგებული.
სათამაშო სტილი, გავლენა… საინტერესოა კარნევალეს აზრი:
„დიეგო მარადონა? შედარება ვერც წარმომიდგენია. ის ცალკეა.
…მე სიმეონეს ვგავარ. რაღაც პერიოდში სკამზე ვიჯექი და ჯორდანოს ათამაშებდნენ. შემოვდიოდი და ხშირად გამქონდა გოლი, თამაშში გარდატეხა შემქონდა.
…მარადონა-კარეკა-ჯორდანო ერთად მაგრები იყვნენ, განსაკუთრებულები. კვარაცხელიას სწორედ ჯორდანოს შევადარებდი; ლობოტკა ჰგავს რომანოს, ან ფუზის; ანგისა დე ნაპოლის ან ბანის; ზელინსკის კარგად ვიცნობ ჯერ კიდევ უდინეზედან. ზელინსკი ძოლას პროტოტიპია; კორეელი კიმი რენიკაა; დი ლორენცო ალბათ კორადინი; რაჰმანი კი ფერარა…“ (Corriere dello Sport)
ბრუნო ჯორდანო კვარაცხელიაა? ჯორდანო 1985-1988 წლებში თამაშობდა ნაპოლიში, იტალიის ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაციოში იყო და სერია ა-ს ბომბარდირი გახდა 1978/79 წლების სეზონში. (ფოტოზეა…)