ჯორჯო კიელინიმ ორაზროვნად ისაუბრა.
ბოლო ტური კვირას: მილანი-იუვენტუსი 0:0… ტურინელთა 37 წლის მცველმა თამაშის მერე თქვა, რომ შესაძლოა, ეს სან-სიროზე მისი ბოლო მატჩიც კი იყო. და მეტიც, კიელინიმ ასეთი რამ განაცხადა:
„ვინ იცის, ეს ჩემი ბოლო მატჩია სან-სიროზე და ბოლოა საერთოდ კარიერაშიც კი. ჩემს ასაკში ყოველი დღით უნდა დატკბე. ხშირად ასეცაა, ბავშვივით მიხარია და ენთუზიაზმით სავსე ვარ. სიამოვნებას ვიღებ, ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად ვარჯიში მსიამოვნებს“ (Football-Italia)