ვინ შეცვლის მბაპეს? პსჟ-მ ორი სუპერვარსკვლავი მოინიშნა

კილიან მბაპეს პსჟ-დან წასვლის ამბავი 90%-ით გადაწყვეტილია. აქედან გამომდინარე ფრანგებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს. ESPN-ის ინფორმაციით, პარიზელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები, მოჰამედ სალაჰი და რობერტ ლევანდოვსკი არიან.

ლივერპული სალაჰს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ თანხმდებიან. ცნობილია, რომ ეგვიპტელს მეტი ანაზღაურება სურს. რაც შეეხება ლევანდოვსკის, იგი ბაიერნიდან წასვლას აპირებს და ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

პსჟ-ს სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 80 ქულა აქვს, ჩემპიონობა უკვე გაინაღდა და მეორე ადგილოსან მარსელს 12 ქულით უსწრებს. პსჟ ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან დაემშვიდობა როცა რეალთან 2 მატჩის ჯამში 2:3 წააგო.

Leave a comment

Your email address will not be published.