ვინ შეცვლის რანგნიკს? ფავორიტი ცნობილია…

გაირკვა, ვინ არის მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობის N1 ფავორიტი. ეს ზაფხულისთვის, როცა პოსტს სავარაუდოდ დატოვებს რალფ რანგნიკი.

ფავორიტი ერიკ ტენ ჰაგი გახლავთ: აიაქსის მწვრთნელი, რომელიც დიდებულად მუშაობს ამსტერდამულ კლუბში. ნიდერლანდელს ასევე უკავშირებდნენ ნიუკასლსაც.

ინფორმაციას ტენ ჰაგზე The Sun და Daily Mirror ავრცელებენ.

თავად ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ უცხოურ კლუბში გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ ჯერ აიაქსზეა კონცენტრირებული.

ისე, ტენ ჰაგი თავის დროზე პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო ბაიერნში. მაგარი იქნებოდა, პეპი სიტიში, ერიკი იუნაიტედში…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *