ვინ ჩაიბარებს მანჩესტერს? – სულშერს უშვებენ…

Manchester Evening News-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა სულშერის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო. 

მანკუნიელთა ხელმძღვანელობისთვის, ლივერპულთან და სიტისთან მარცხი უპატიებელია, რის გამოც ნორვეგიელს სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ ექნება. 

ამ მომენტისთვის, უცნობია სულშერს როდის გაათავისუფლებენ, ეს შესაძლოა სეზონის ბოლოსკენაც კი იყოს. 

მანჩესტერის ბოსები ერიკ ტენ ჰაგის (აიაქსი) და ლუის ენრიკეს (ესპანეთი) ვარიანტებით მოხიბლულნი არიან, თუმცა ბრენდან როჯერსი (ლესტერი)  პრიორიტეტულია. 

ჩრდილოეთ ირლანდიელ სპეციალისტს მელიებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, იუნაიტედში კი კომპენსაციაზე ფიქრი მოუწევთ…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *