ვირჯილ ვან დეიკი: მადრიდში თითქმის შეუსრულებელი სამუშაო გველის

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპულმა რეალს უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა. ამ მატჩზე კომენტარი მერსაიდელთა ლიდერმა ვირჯილ ვან დეიკმა გააკეთა.

“3 კვირაში მადრიდში თითქმის შეუსრულებელი სამუშაო გველის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კლუბი რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინოთ. უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ. ეს ის ერთადერთია, რისი თქმაც შემიძლია. წაგება სასიამოვნო არასდროს არის, მაგრამ ასეთი მარცხით განმეორებითი თამაშის წინ თითქმის არანაირი შანსი დავიტოვეთ. 

მკაცრი რეალობის წინაშე ვართ, რასაც გუნდურად უნდა გავუმკლავდეთ. ეს არ არის ყველაზე იოლი სეზონი, ამისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა გუნდურობაა. ყველა გაბრაზებული და იმედგაცრუებულები ვართ. ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს ვეთამაშეთ, სადაც შესანიშნავი ფეხბურთელები ასპარეზობენ. ასეთი შეცდომები არ უნდა დაგვეშვა, თუმცა რას ვიზამთ, ფეხბურთია. ამ მარციხსგან უნდა ვისწავლოთ და შემდეგ მატჩზე ვფოკუსირდეთ.” – ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს Sky Sport-ი.

აქვე გეტყვით, რომ ლივერპულს და რეალს შორის განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს მადრიდში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *