გერმანიის ნაკრებიდან ერთ ადამიანს დაატოვებინეს სამსახური. ეს ევროპის ჩემპიონი ოლივერ ბირჰოფია. ცნობისთვის, ბირჰოფი ნაკრების მენეჯერი გახლდათ, ის კურირებდა ყველა ნაკრებს (ანუ ასაკობრივებიანად).
არა მხოლოდ: დიდწილად სწორედ ბორჰოფს უნდა გადაეწყვიტა, გამოეხატა თუ არა ნაკრებს პროტესტი ფიფას პოლიტიკის მიმართ. Kicker-ის აზრით, ბირჰოფმა არასწორად აშეარჩია ყატარში ნაკრების დისლოკაციის ადგილიც.
კიდევ: სწორედ Kicker-მა ჩაატარა გამოკითხვა გულშემატკივრებში, თუ ვინ არის N 1 დამნაშავე ბუნდესმანშაფტის ჯგუფში ჩარჩენაში. და 90-მა პროცენტმა უპასუხა – ბირჰოფი.
შეგახსენებთ, ბირჰოფმა კარიერის საუკეთსო წლები მილანსა და უდინეზეში გაატარა. 1996 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში კი ჩეხეთს ორი გოლი გაუტანა და გერმანელებმ2 2:1 მოიგეს.