ვის არ ენდომება შიკი?

ლევერკუზენის ჩეხი ბომბარდირი პატრიკ შიკი გრანდებს სურთ. თან, არაერთ გუნდს: მანჩესტერ სიტის, არსენალს, მილანს… ეს სამნი ფავორიტები არიან.

დღეს ინგლისურმა პრესამ დაწერა, რომ მანჩესტერ სიტი იაქტიურებს ამ ტრანსფერზე. სიტის გამოკვეთილი 9 ნომერი სურს…

ლევერკუზენი 45 მილიონად აფასებს შიკს, რომელმაც სეზონის 13 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ამ 16-დან 8 ბოლო ორ კვირაში შეაგდო. ზოგადად, შიკი რომ მაგარი ფორვარდია, ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა – 5 გოლი, განსაკუთრებით ლამაზი კი შოტლანდიასთან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *