ვის დანიშნავენ ნიუკასლში?..

ფოტოზე: ინგლისის ნაკრების სამი მაგარი ყოფილი ფეხბურთელი, ერთი თაობის… და საინტერესოა, რომ სამივენი არიან ჩაფულიანებული ნიუკასლის მწვრთნელობის კანდიდატები. ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდი გასაგებია, აი, ჯონ ტერის ფავორიტთა შორის ყოფნა კი ბევრს გაუკვირდა.

თუმცა ბრიტანულ პრესაში (Daily Express, Talksport) წერენ, რომ ნიუკასლი სერიოზულად ფიქრობს ტერის კანდიდატურაზე. ჩელსის ყოფილი კაპიტანი ასტონ ვილაში მუშაობდა დინ სმიტის ასისტენტად.

ზოგადად კი, ამ სამეულის გარდა, ხშირად იწერება ერიკ ტენ ჰაგზე, რობერტო მარტინესზე, ლუსიენ ფავრზე, პაულო ფონსეკაზე, უნაი ემერიზე… ვნახოთ, ვის მიიწვევს ნიუკასლი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *