ლიონის ბრაზილიელმა ლიდერმა ლუკას პაკეტამ ტრუასთან მატჩში (3:1) ლამაზი ფინტი გააკეთა, რისთვისაც მეტოქე გაუბრაზდა და… მსაჯმა სტეფან ფრაპარმა ყვითელი ბარათი უჩვენა პაკეტას: მეტოქის უპატივცემულობისთვის.
პაკეტას გაუკვირდა და ირონიულად გაიღიმა.
ნეიმარმა კი Instagram-ზე პოსტში პაკეტა დაიცვა:
„ძალიან საწყენია ამ ეპიზოდის გაფრთხილებით დასრულება. შარშან იგივე მეც გავაკეთე და მაშინაც ყვითელი… დღემდე არ ვიცი, რატომ?! ჯოგა ბონიტო კვდება. დატკბით, სანამ დრო გაქვთ, ან ინერვიულეთ ჯოგა ბონიტო არ დაბრუნდეს“.
(ჯოგა ბონიტო სლოგანია და პორტუგალიურად ნიშნავს: „ითამაშე ლამაზად“)