ვის უწოდა აგუერომ უკანალები

არგენტინის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, სერხიო აგუერო, მოგეხსენებათ, ურუგვაელ ლუის სუარესთან ერთად, ლიონელ მესის უახლოესი მეგობარია. ჰოდა, ძალიან გაბრაზებულა, როცა რეალთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ, ფრანგულმა გაზეთებმა პარი სენ-ჟერმენის შემტევს, ლიონელ მესის, დაბალი შეფასებები დაუწერეს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

მესი მართლაც თითქმის არ ჩანდა მინდორზე და თერთმეტმეტრიანიც ვერ გაიტანა.

„რას ნიშნავს პენალტი ვერ გაიტანა, სხვას არ გაუცუდებია? ლეომ კარგად ითამაშა, აქტიურიც იყო და ხაზებს შორის სივრცეებსაც მარჯვედ არღვევდა. საფრანგეთში კი მას ჟურნალ-გაზეთები კლავენ. ისინი ნამდვილი უკანალები არიან,“ – უთხრა აგუერომ RMC Sport-ს.

Former Manchester City star Sergio Aguero defended Messi's performance in PSG's 1-0 win over Real Madrid

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *