ვიღაცა სევილიას მეკარეს გადაუხტა… (+video)

ევროპა ლიგის მატჩში სევილიას მეკარე მარკო დმიტროვიჩს გადახდა პატარა თავგადასავალი. პსვ-სევილია მიმდინარეობდა, უცებ ვიღაც ახალგაზრდა გადახტა მინდორზე და დმიტროვიჩს მივარდა. დაარტყა კიდეც. თუმცა სერბმა მეკარემ ხელი ჰკრა და ესეც ეყო ფანს: წაიქცა.
„მსგავსი არაფერი მინახავს. პირს არ გავაღებ და არ ვიტყვი, თუ რისი გაკეთება მინდოდა იმ არაადეკვატურისთვის. საწყენია, რომ საფეხბურთო მატჩების დროს ასეთი რამ ხდება. უეფა უნდა ჩაერიოს“ – თქვა დმიტროვიჩმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *