“ვიწყებ პატარა წიგნის წერას ქართველ საფეხბურთო ვარსკვლავზე”

REGGIO NELL'EMILIA, ITALY - FEBRUARY 17: Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli celebrates after scoring to give the side a 1-0 lead during the Serie A match between US Sassuolo and SSC Napoli at Mapei Stadium - Citta' del Tricolore on February 17, 2023 in Reggio nell'Emilia, Italy. (Photo by Jonathan Moscrop/Getty Images)

სასუოლო – ნაპოლის მიმდინარეობისას, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, ქართველმა პოეტმა, ლექტორმა, ტელეწამყვანმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. მან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნის დაწერას აპირებს.

“ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლის კვალად, გამცნობთ, რომ იტალიურ მსხვილ გამომცემლობასთან შეთანხმებით, ვიწყებ პატარა წიგნის წერას ქართველ საფეხბურთო ვარსკვლავზე.” – დაწერა კეკელიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კვარაცხელია ბრწყინვალე ფორმაშია. ხვიჩამ ნაპოლის მაისურით ოფიციალურ მატჩებში 24 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ნაპოლი უახლოეს მატჩს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აინტრახტთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *