სერბმა თავდამსხმელმა, დუშან ვლახოვიჩმა, თავის 22-ე დაბადების დღეზე (28 იანვარს) იუვენტუსთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა (დაახლოებით 80 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები).
აღმოჩნდა, რომ ტურინში დუშანი იმავე სახლს დაიკავებს, სადაც მანამდე კრიშტიანუ რონალდუ და მისი შეყვარებული, ჯორჯინა როდრიგესი ცხოვრობდნენ.
სახლს ვამბობთ, თირემ ეს არის ორი ვილა, გარშემო არაჩვეულებრივი ბახჩეულით. მისასვლელი გზა კერძოა და დაცვას ექვემდებარება. თან ვილები ხეებით ისეა შემოფარგლული, რომ შორიდან ვერ დაინახავ. ოთახების და აუზების აღწერას ალბათ აზრი არ აქვს.
სხვათა შორის, ვლახოვიჩი „იუვეში“ მე-7 ნომრით ითამაშებს, რომელიც ადრე კრიშტიანუს ეკუთვნოდა.