ილია თოფურიას შემდეგი ბრძოლა 19 მარტს, UFC London-ზე ჩაენიშნა. ამავე ქარდზე ჩხუბობს არაერთი ბრიტანელი, მათ შორის არის ახალგაზრდა ვარსკლავი პედი პიმლბეტიც, რომელთანაც თვეების წინ თოფურიასა და ქუთათელაძეს დაძაბულობა ჰქონდათ.
საქმე ისაა, რომ გასულ წელს, პედი პიმბლეტმა თვითერზე შემდეგი პოსტი დაწერა: “როგორი სულელები არიან ეს ქართველები. არ მიკვირს, რომ რუსები მათ ატერორებენ“. ამ თვითს ჯერ გურამ ქუთათელაძე გამოეხმაურა, რომელმაც პედი გამოიწვია, შემდეგ კი ილია თოფურიამაც უპასუხა: “გაგიმართლა, ამ ქვეყანაში რომ არ დაიბადე თორემ, ვერაფერს დაწერდი, რადგან უკვე მიწაში იქნებოდი. ასეთი განგსტერი თუ ხარ, მიიღე ეს ბრძოლა, მაგრამ ვიცით, რომ გეშინია. ასე რომ, მოკეტე“.
მოგვიანებით პიმბლეტმა საჯარო ბოდიში მოიხადა მისი განცხადების გამო, თუმცა როგორც აღმოჩნდა თოფურიას სიტყვები დღემდე ახსოვს – ინგლისელი თოფურიას ლონდონში დაანონსებულ ბრძოლას შემდეგნაირად გამოეხმაურა:
“ვნახავთ, თუ ეყოფა გამბედაობა იგივე პირისპირ მითხრას, რასაც თვეების წინ ამბობდა. ვერ ვითმენ, ერთი სული მაქვს!”
We see if he has the balls to say anything to my face like he said he wud a few months ago ay fella I can’t wait 😉🤗
— Paddy The Baddy (@theufcbaddy) February 17, 2022